
17იან,2022
ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდია გერმანიაში
ცხადდება საბუთების მიღება ბადენ-ვიურტემბერგის სტიპენდიის მოსაპოვებლად და ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში (გერმანია) ერთი სემესტრით სწავლის გასაგრძელებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებიც ფლობენ ინგლისურ ან გერმანულ ენას (მინ. B1) და აქვთ სურვილი ერთი სემესტრი ისწავლონ გერმანიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ფრაიბურგში. შერჩეული კანდიდატები 2022-2023 წლის შემოდგომის სემესტრს გაივლიან გერმანიაში.
სტიპენდიის რაოდენობა 700 ევრო თვეში.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არა უგვიანეს 2022 წლის 17 მარტისა.
გთხოვთ, ელ.ფოსტის სათაურში მიუთითოთ: Baden-Wuerttemberg Scholarship
საჭირო დოკუმენტაცია:
პასპორტის ან ID ბარათის სკანერი
სამოტივაციო წერილი (ინგლისურად, მაქსიმუმ ერთი გვერდი)
CV (ან მოკლე ბიოგრაფია) ინგლისურად
ინგლისური ან გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატი (არ არსებობის შემთხვევაში, საბაუნის ენების ცენტრი გასცემს შესაბამის დოკუმენტს ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე, რეგისტრაციის დასრულებიდან რამდენიმე დღეში)
შერჩევის პროცედურები:
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, საბაუნიში ჩატარდება კონკურსის მონაწილეების გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან, რომელიც შეარჩევს სტუდენტებს.
სია გადაეგზავნება ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტს.
შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება ფრაიბურგის კათოლიკური უნივერსიტეტის წარმომადგენელი შემდეგი პროცედურების გასაცნობად.
საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებს ბადენ-ვუერთემბერგის ფონდი, კანდიდატების საბუთების გადახედვისა და მათთან გასაუბრების საფუძველზე.
საბოლოო პასუხები ცნობილი გახდება ივნისის შუა რიცხვებში.
რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მიიღებთ ინფორმაციას ტესტირებისა და გასაუბრების ვადების შესახებ.
მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები ინგლისურ ენაზე
ბადენ-ვუერთემბერგის ფონდის ვებ-გვერდი (https://www.bw-stipendium.de/de/)
საჭირო ინფორმაცია ფრაიბურგში ცხოვრებისა და ხარჯების შესახებ.
შენიშვნვა 1: გერმანულ ენოვან სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ისწავლონ გერმანულ ენაზე. Სასწავლო კურსების გასაცნობად დაგვიკავშირდით ir@sabauni.edu.ge.
შენიშვნა 2: საბუთების გადმოგზავნამდე აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია თქვენი პროგრამის ხელმძღვანელთან საგნების თავსებადობასთან დაკავშირებით.
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, 407 ოთახი (მეოთხე სართული), ელ.ფოსტა: ir@sabauni.edu.ge; ტელ.: 577347713 შორენა პარუნაშვილი