20ოქტ,2022
ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდია სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სტუდენტებისთვის 2022
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
გამოცხადდა ბერლინის წარმომადგენელთა პალატის სტიპენდია სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის ყველა მიმართულების სტუდენტებისა და ახალგაზრდა მკვლევრებისთვის. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ახალგაზრდას, ვინც დაინტერესებულია კვლევითი გამოცდილებით ბერლინში და ფლობს გერმანულ ენას.
2023-24 სასწავლო წლისთვის ფონდი თხუთმეტ გრანტს გასცემს. გრანტის რაოდენობა მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისთვის ყოველთვიურად 1100 ევროს შეადგენს, ხოლო დოქტორის ხარისხის (post-doctoral) მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისთვის 1630 ევროს.
აპლიკაციის მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 15 დეკემბერი.
პროგრამა დაიწყება 2023 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2024 წლის 31 ივლისს.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:Studienstiftung – Abgeordnetenhaus Berlin (parlament-berlin.de).