
20სექ,2025
„ეკლესიის ისტორიული დოქტრინა და მისი გავლენა თანამედროვე საზოგადოებრივ გამოწვევებზე“
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განთავსების თარიღი:09/2/2025
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი იწვევს აკადემიურ საზოგადოებასა და პრაქტიკოსებს საერთაშორისო კოლექტიურ გამოცემაში მონაწილეობის მისაღებად.
წიგნი გამოიცემა IGI Global Scientific Publishing-ის მიერ 2025 წელს და მიზნად ისახავს ეკლესიის ისტორიული დოქტრინის როლის კრიტიკულ გაანალიზებას თანამედროვე სოციალური, პოლიტიკური და ეთიკური გამოწვევების კონტექსტში.
რედაქტორები
- ალესია ბრომბინი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, იტალია
- ანდრეას ზახარიუ – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო
- გოჩა ბარნოვი – სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო
წიგნი განკუთვნილია თეოლოგიის, რელიგიის კვლევის, ეკლესიის ისტორიის, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, ეთიკისა და სამართლის მკვლევრებისა და სტუდენტებისთვის. ასევე საინტერესო იქნება სასულიერო პირებისთვის, პოლიტიკის შემქმნელებისთვის და ფართო აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.
ძირითადი თემატიკა
- ფუნდამენტური დოქტრინები და მათი ისტორიული განვითარება
- ეკლესიის სწავლებების გავლენა სიღარიბესა და სოციალურ სამართლიანობაზე
- ისტორიული დოქტრინები გენდერულ როლებსა და ქორწინებაზე
- ეკლესია და მიგრაცია
- დოქტრინის როლი სამართალსა და პოლიტიკაში
- რელიგიური თავისუფლება, ადამიანის უფლებები და სამოქალაქო დაუმორჩილებლობა
- მეცნიერება, ბიოეთიკა, ეკოლოგია, ხელოვნური ინტელექტი და ტრანსჰუმანიზმი
საკონტაქტო ინფორმაცია
- ალესია ბრომბინი – brombin.alessia@gmail.com
- ანდრეას ზახარიუ – a.zachariou@sabauni.edu.ge
- გოჩა ბარნოვი – g.barnovi@sabauni.edu.ge
დეტალური ინფორმაცია: IGI Global – Call for Chapters