19ოქტ,2022
Erasmus+ აკადემიური პერსონალისათვის
ცხადდება საბუთების მიღება ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროექტებში მონაწილეობის მისაღებად.
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს (7 დღე), რომელიც განსხვავდება ქვეყნების მიხედვით. დეტალურად იხილეთ აქ.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი მობილობა მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს წინასწარ შეთანხმებულ ლექციას, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (8 აკადემიური საათი).
2022-2023 აკადემიური წლის მანძილზე საბაუნის აფილირებულ პერსონალს საშუალება აქვს ისარგებლოს Erasmus+ ICM Teaching Mobility - ს პროგრამით შემდეგ პარტნიორ უნივერსიტეტებში.
უნივერსიტეტი | ქვეყანა | მიმართულება | დედლაინი |
პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში | ჩეხეთი | სამართალი, ჰუმანიტარული | 20 ნოემბერი |
ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი | პოლონეთი | სამართალი | 27 ოქტომბერი |
კადისის უნივერსიტეტი | ესპანეთი | სამართალი | 27 ოქტომბერ |
კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი | პოლონეთი | თეოლოგია, ჰუმანიტარული | 20 ნოემბერი |
აკადემია იგნატიანუმი | პოლონეთი | ბიზნესი, ჰუმანიტარული, სოციალური მეცნიერებები | 20 ნოემბერი |
რუჟომბეროკის უნივერსიტეტი | სლოვაკეთი | ჰუმანიტარული | 20 ნოემბერი |
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- მობილობის ხელშეკრულება ხელმოწერის გარეშე ვორდის ფორმატში (ჩამოტვირთეთ აქედან და შეავსეთ ყვითლად მონიშნული გრაფები)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 28 ოქტომბრისა (განსაკუთრებით ეს ეხება ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტისა და რუჟომბეროკის უნივერსიტეტის აპლიკაციებს). სხვა აპლიკაციები მიიღება 20 ნოემბრამდე
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13