17ნოე,2022
Erasmus+ კონკურსი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
ცხადდება საბუთების მიღება Erasmus+ სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კრაკოვის აკადემია Ignatianum-ში. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს.
Erasmus+ პროგრამის მიხედვით, სტუდენტი პოლონეთში ცხოვრების პერიოდში მიიღებს ყოველთვიურ სტიპენდიას 800 ევროს ოდენობით, ასევე პროგრამა დაფარავს მისი მგზავრობის ხარჯებს (საქართველო - პოლონეთი-საქართველო).
გრანტი არ ფარავს:
- სავიზო მოსაკრებელს
- დაზღვევას (როგორც ჯანმრთელობის, ასევე სამგზავრო დაზღვევას)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც:
- აქვთ აქტიური სტუდენტის სტატუსი
- არ აქვთ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტში
- დასრულებული აქვს მინიმუმ ერთი წელი საბაუნიში
კონკურსში მონაწილეობის მიღება არ შეუძლიათ:
- ბაკალავრიატის საფეხურის პირველი კურსის სტუდენტებს
- ორივე საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს
- სტატუსშეჩერებულ სტუდენტებს
სტუდენტების მობილობა განხორციელდება 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრზე.
შენიშვნა: დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს არ შეუძლიათ მონაწილეობის მიღება რადგან მობილობა განხორციელდება 2022-2023 წლის გაზაფხულის სემესტრზე. გამონაკლისი შეიძლება დაიშვას იმ შემთხვევაში თუ სტუდენტი აიღებს დამატებით სემესტრს და მობილობის დასრულების შემდეგ სასწავლებლად დაუბრუნდება საბაუნის. (გთხოვთ გაიაროთ დეტალები ფაკულტეტის დეკანთან).
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- პასპორტის ასლი
- CV ინგლისურად (სასურველია europass ფორმატში)
- სამოტივაციო წერილი ინგლისურად (500 სიტყვის ფარგლებში)
- რეკომენდაციის წერილი ქართულად (ფაკულტეტის დეკანის ან პროფესორის)
- აკადემიური მოსწრების ბარათი (შესაძლებელია ბაზიდან ჩამოტვირთული ფორმატი, ხელმოწერის გარეშე, სამაგისტრო პროგრამის პირველი სემესტრის სტუდენტების შემთხვევაში, უნდა წარმოადგინოთ ბაკალავრის დიპლომის დანართი. შერჩევისას გათვალისწინებული იქნება შიდა საუნივერსიტეტო გამოცდის/გასაუბრების შედეგებიც)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2) (არქონის შემთხვევაში, უნივერსიტეტის ენების ცენტრი გასცემს შესაბამის დოკუმენტს ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე)
დაინტერესებულმა პირებმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნონ საბაუნის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge სათაურის ველში მიუთითეთ Erasmus+ ICM Ignatianum
მნიშვნელოვანი თარიღები:
1 დეკემბერი - საბუთების გადმოგზავნა საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში
29 - ნოემბერი, 11:00 სთ (406 აუდიტორია) - ტესტირება უცხო ენაში
2 დეკემბერი- გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
შერჩევის კრიტერიუმებია:
- აკადემიური მოსწრება - 30%
- ინგლისური ენა - 40%
- მოტივაცია - 30%
თანაბარი ქულების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახიდან და ასევე, სტუდენტს, რომელსაც არ აქვს ერასმუს+ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული.
ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნების ჩამონათვალი:
ინფორმაცია ვრცლად მიმღები უნივერსიტეტის შესახებ იხილეთ აქ.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საინფორმაციო შეხვედრა აღნიშნული პროგრამის შესახებ გაიმართება 22 ნოემბერს 12:00-ზე სტუდენტურ სივრცეში.
კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: ir@sabauni.edu.ge ტელ.: +995 32 2422242/115 ან მობრძანდეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში ოთახი 407 (მეოთხე სართული)