
11მაი,2023
Erasmus+ სტუდენტების მობილობა სალამანკას უნივერსიტეტში
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:05/11/2023
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ ICM საგრანტო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტები 2023 წლის შემოდგომის სემესტრს სალამანკას უნივერსიტეტში გაატარებენ (ესპანეთი). კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის.
გრანტი:
ყოველთვიური სტიპენდია: 850 ევრო
მგზავრობა: 820 ევრო
Erasmus+ პროგრამა არ ფარავს ვიზის მოსაკრებელსა და დაზღვევის ხარჯებს.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, საქართველოში არ არის ესპანეთის საკონსულო, რომელიც გასცემს ვიზებს, ამისათვის საჭიროა თურქეთში წასვლა.
ინფორმაციას უნივერსიტეტის შესახებ გაეცანით ბმულზე
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• აკადემიური მოსწრების ბარათი;
• საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• უცხო ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი B2 (TOEFEL, IELTS), ასეთის არსებობის შემთხვევაში; (არ არსებობის შემთხვევაში, სტუდენტები ტესტირებას გაივლიან უნივერსიტეტის უცხო ენათა ცენტრში). შეგიძლიათ წარმოადგინოთ ყველა უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი. ესპანური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
• სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე;
• კვლევის გეგმა მობილობის პერიოდისთვის ინგლისურ/ესპანურ ენაზე
• CV Euro pass ფორმატში;
• რეკომენდაცია ფაკულტეტიდან/საბაუნის პროფესორისაგან
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაციას აპლიკანტი უნივერსიტეტის ელ-ფოსტის ოფიციალური მისამართიდან აგზავნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ-ფოსტის მისამართზე: ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: Erasmus+ Salamanca
შენიშვნა1: პარტნიორი უნივერსიტეტის/ორგანიზაციის მოთხოვნების შესაბამისად, შესაძლოა მოთხონილი იქნეს დამატებითი დოკუმენტები.
შენიშვნა2: იმისათვის რომ მობილობის სემესტრში მიღებული კრედიტების აღიარება მოხდეს, წასვლამდე სტუდენტმა უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია საბაუნიში.
მნიშვნელოვანი ვადები:
20 მაისი - საბუთების მიღება
23 მაისი 14:00 - ტესტირება უცხო ენაში (პასუხები მოვა პირდაპირ ჩვენს სამსახურში)
24 მაისი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან და კანდიდატების შერჩევა (ზუსტი დრო გეცნობებათ რეგისტაციის დასრულების შემდეგ)
ივნისი - დასკვნით პასუხი მიმღები უნივერსიტეტიდან
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge, ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.