28ოქტ,2020
ერეკლე II და მისი მრავალფეროვანი სამეფო
დასაწყისი:19 საათი
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2020 წლის 28 ოქტომბერს 19:00 სთ-ზე გაიმართება საჯარო ლექცია “ერეკლე II და მისი მრავალფეროვანი სამეფო”.
წელს ჩვენი ქვეყანა მეფე ერეკლე II-ის 300 წლის იუბილეს აღნიშნავს. საქართველოს ისტორია, ხშირად, საკმაოდ ერთფეროვნად და ზედაპირულად ისწავლება ჩვენ სკოლებსა და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში. სამწუხაროდ, ასეთ დროს ჩვენ ვკარგავთ შესაძლებლობას, უკეთ გავიცნოთ ან წარმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყნის მრავალფეროვანი კულტურული მემკვიდრეობა.
ერეკლე II-ის ზეობის ხანაში, მისი სამეფო სწორედ ასეთი მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა. აქ ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ ეთნიკურად ქართველები, სომხები, ბორჩალოელი თურქები, ქართველი კათოლიკეები, უცხოეთიდან ჩამოსული კათოლიკე მისიონერები და სხვა მრავალი კულტურისა და რელიგიის წარმომადგენლი. აღნიშნული მოხსენება საშუალებას მოგვცემს, უკეთ გავეცნოთ ჩვენი ისტორიის ამ მონაკვეთს.
მომხსენებელი: ალექსანდრე ქავთარაძე. ისტორიკოსი, ორგანიზაცია “სამოქალაქო დარბაზის” თანადამფუძნებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის კვლევების მიმართულების დოქტორანტი.
ბაკალავრი: Eastern University (,,ისტერნის უნივერსიტეტი”, აშშ); გაცვლითი სემესტრი - ნიუ-კოლეჯი, ოქსფორდის უნივერსიტეტი (დიდი ბრიტანეთი); მაგისტრატურა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლიტიკის მეცნიერებათა მიმართულება.
საჯარო ლექცია გაიმართება ონლაინ, პლატფორმა zoom-ის მეშვეობით. ეწვიეთ ბმულს: https://us02web.zoom.us/j/89207161409