
31იან,2023
ევროპული საზაფხულო პროგრამა ლილში
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:31/1/2023
ლილის ევროპული საზაფხულო პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აკადემიური გამოცდილების მიღებას ევროპის შუაგულში- საფრანგეთში. 4-კვირიანი აკადემიური კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, სტუდენტები მიიღებენ 12 კრედიტს (ECTS).
შენიშვნა: კრედიტების აღიარების საკითხი სტუდენტებმა ინდივიდუალურად უნდა გაიარონ ფაკულტეტთან.
პროგრამაში მონაწილეობის ღირებულება საბაუნის სტუდენტებისთვის შეადგენს 3105 ევროს, ფასში შედის სწავლის, საცხოვრებლისა და ადმინისტრაციული გადასახადი.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სამივე სასწავლო საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს. შემოთავაზებულ კურსებს შორის არის ბიზნესის, სამართლის, პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტის სასწავლო კურსები.
ლილის უნივერსიტეტის საზაფხულო პროგრამაში მონაწილეობა შესაძლებელია მიმდინარე წლის 24 მაისიდან 22 ივნისამდე (ESP1) ან 27 ივნისიდან 26 ივლისამდე (ESP2).
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელი იქნება 2023 წლის 1 თებერვლიდან.
დამატებით ინფორმაციის მისაღებად დააკლიკეთ აქ.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115; მეოთხე სართული, 407 ოთახი.