15მარ,2020
FUCE სტიპენდია ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის
ექსკლუზიურად საბაუნის სტუდენტებისათვის, ცხადდება საბუთების მიღება FUCE grant ის მოსაპოვებლად 2019-2020 წლის საგაზაფხულო სემესტრზე, რომელიც განკუთვნილია საბაუნის ჰუმანიტარული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. FUCE სტიპენდია Erasmus+ მსგავსად, გულისხმობ სტუდენტების მობილობას პარტნიორ უნივერსიტეტში ერთი სემესტრის მანძილზე კრედიტების აღიარების პირობით. სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ FUCE წევრ საბაუნის პარტნიორ ნებისმიერ უნივერსიტეტში.
შერჩეული სტუდენტი მიიღებს 2500 ევროს უცხოეთში ცხოვრებისა და მგზავრობის ხარჯების დასაფარავად (სწავლის საფასურისაგან სტუდენტი გათავისუფლებულია).
მობილობაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა:
- ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის აქტიური სტატუსი
- კარგი აკადემიური მოსწრება
- მიმღებ უნივერსიტეტში სწავლების ერთ-ერთი ენის ცოდნა
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მიღებული სხვა გრანტი
- მაღალი მოტივაცია და სათანადო კომპეტენცია უცხოეთის უნივერსიტეტში უცხო ენაზე სასწავლებლად
შერჩევის ეტაპები:
პირველი ეტაპი: სტუდენტი არჩევს საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტებიდან სასურველ უნივერსიტეტს, სადაც სურს სწავლის გაგრძელება და ქვემოთ მოცემულ დოკუმენტაციას საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში (ir@sabauni.edu.ge)
პირველადი რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (მიიღებთ საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში)
- პასპორტის ან პირადობის ასლი
- ცნობა სტატუსის შესახებ
- სტუდენტის ბარათი
- უცხო ენის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (B2),( არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრი ჩაატარებს ტესტირებას)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, მინიმუმ 200 სიტყვა) (წერილში ნათლად უნდა იყოს გაწერილი სტუდენტის მოტივაცია, რატომ სურს კონკრეტულ უნივერსიტეტში სწავლა, რა სასწავლო კურსები მიაჩნია საინტერესოდ, როგორია მისი მიზნები და რამდენად დაეხმარება ეს მობილობა ამ მიზნების მიღწევაში).
- სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი)
- ცნობა სოციალურად დაუცველის ოჯახის სტატუსის შესახებ (არსებობის შემთხვევაში)
მეორე ეტაპი: საბაუნის შიდა შესარჩევი კონკურსი / გასაუბრება
მესამე ეტაპი: საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტებთან კორესპონდენცია სტუდენტების მიღებასთან დაკავშირებით. საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი დახმარებას გაუწევს სტუდენტს პარტნიორ უნივერსიტეტთან კომუნიკაციაში.
მეოთხე ეტაპი: მიმღები უნივერსიტეტიდან დადებითი პასუხის შემთხვევაში ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია სრულად ეგზავნება ფედერაციას.
მეხუთე ეტაპი: ფედერაციის მიერ საბუთების განხილვა და საბოლოო გადაწყვეტილება.
შენიშვნა: შერჩევისას უპირატესობა მიენიჭებათ სტუდენტებს, რომელთაც არასოდეს მიუღიათ სასწავლო გრანტი
ფედერაციაში გადასაგზავნი დოკუმენტაცია
- შევსებული სტუდენტის სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქედან)
- პასპორტის ასლი
- აკადემიური მოსწრების ბარათი
- ცნობა უნივერსიტეტიდან სტატუსის შესახებ
- უცხო ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (მინიმუმ B2 დონეზე) (არ ქონის შემთხვევაში საბაუნის უცხო ენათა ცენტრი მოამზადებს სათანადო ტესტირებას)
- სამოტივაციო წერილი (სტუდენტის შესახებ, მის მიზნებზე (განათლება, კარიერა), და ამ მობილობის როლი ამ მიზნების მიღწევაში) (200 სიტყვა)
- სარეკომენდაციო წერილი (ფაკულტეტის დეკანი, ლექტორი, აკადემიური ხელმძღვანელი)
- FUCE-ს სასწავლო ხელშეკრულება (ხელშეკრულება იდება სტუდენტს, გამგზავნ და მიმღებ უნივერსიტეტებს შორის).
- მასპინძელი უნივერსიტეტიდან მიღების წერილი.
ვადები:
15 მარტი - საბუთების გადაგზავნა საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილებაში
17 მარტი - საბაუნის შიდა ტესტი უცხო ენის ცოდნის დასადგენად
18 – 20 მარტი - გასაუბრება (აპლიკანტებს ზუსტი თარიღი ეცნობებათ ელექტრონულ ფოსტის საშუალებით)
20 მარტი - 3 აპრილი - მიმღებ უნივერსიტეტში საბუთების გადაგზავნა და ხელშეკრულების გაფორმება
5 მაისი - ფედერაციაში საბუთების გადაგზავნა
საბოლოო პასუხები გახდება ცნობილი ივნისის ბოლოს და აპლიკანტებს ეცნობებათ ელ ფოსტის საშუალებით
შენიშვნა: გთხოვთ გაითვალისწინოთ, უქმე დღეებში გადმოგზავნილ მეილზე გიპასუხებთ სამუშაო დღეებში.
საბაუნის პარტნიორი უნივერსიტეტებია:
- იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი) (http://www.kul.pl/kul,21.html)
- კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტი ვარშავაში (პოლონეთი) https://uksw.edu.pl/pl/
- იოანე-პავლე მეორის პონტიფიკური უნივერსიტეტი კრაკოვში (პოლონეთი) http://www.upjp2.edu.pl/
- Ignatianum https://www.ignatianum.edu.pl/
- უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი (უკრაინა) https://ucu.edu.ua/en/
- კათოლიკური უნივერსიტეტი რუზომბეროკში (სლოვაკეთი) http://www.ku.sk/en/index.php
- პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი (უნგრეთი) http://ppke.hu/en
- ზაგრების კათოლიკური უნივერსიტეტი (ხორვატია) http://www.unicath.hr/
- ლიონის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) https://www.ucly.fr
- ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) https://www.univ-catholille.fr/
- აიხშტატის კათოლიკური უნივერსიტეტი (გერმანია) https://www.ku.de/en
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს, ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115; მეოთხე სართული, 407 ოთახი.