
02მარ,2023
გაცვლითი პროგრამა სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:03/02/2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტისა და ლუბლინის კათოლიკური უნივერსიტეტის თანამშრომლობით ცხადდება საბუთების მიღება გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის ბიზნესისა და ტექნოლოგიების და სამართლის ფაკულტეტების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.
შეთანხმების საფუძველზე, სტუდენტი გათავისუფლებულია სწავლების გადასახადისაგან როგორც მიმღებ, ასევე მშობლიურ უნივერსიტეტში. გარდა ამისა, მასპინძელი უნივერსიტეტი ფარავს ცხოვრების ხარჯებს, დანარჩენი ხარჯებს ფარავს თავად აპლიკანტი.
წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, პოლონეთში მიღებული კრედიტები აღიარდება მობილობის დასრულების შემდეგ.
მობილობა უნდა განხორციელდეს 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის ან გაზაფხულის სემესტრზე.
მობილობის ხანგრძლივობა - 1 სემესტრი
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს, რომელსაც არ გააჩნია ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
• ID ან პასპორტის ასლი
• მოტივაციის წერილი
• ნიშნების ფურცელი
• უცხო ენის (ინგლისური ან პოლონური) ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი. არ არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ir@sabauni.edu.ge
• რეკომენდაციის წერილი
აღნიშნული დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ არაუგვიანეს 31 მარტისა საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: BAL exchange at KUL
მნიშვნელოვანი თარიღები:
31 მარტი - რეგისტრაცია (საბუთების გადმოგზავნა)
3 აპრილის კვირა - გასაუბრება / ტესტირება
შედეგები ეცნობებათ ელ.ფოსტაზე.