28აპრ,2026
განვითარების კვლევების ჟურნალი აცხადებს სტატიების მიღებას
ადგილი:კალისტრატე ქუთათელაძის 3
განვითარების კვლევების ჟურნალი (JDS) აცხადებს სამეცნიერო სტატიების მიღებას „განვითარების კვლევების სამეცნიერო ჟურნალის“ 2026 წლის მომავალი ნომრისთვის (#7).
ვიწვევთ როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო ავტორებს სოციალური მეცნიერებების სფეროდან, წარმოადგინონ თავიანთი კვლევები, რომლებიც განვითარების კვლევების ნებისმიერ საკითხს ეხება.
სტატიების მიღების საბოლოო ვადაა: 2026 წლის 5 სექტემბერი.
ჟურნალის გამოქვეყნების თარიღი: 2026 წლის დეკემბერი.
სტატიები უნდა აიტვირთოს პლატფორმაზე - „Make a submission“.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოიყენოთ შემდეგი ელფოსტა: ids@sabauni.edu.ge