16ნოე,2023
განვითარების კვლევების მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია (2023)
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:10/27/2022
დასაწყისი:14:00
2023 წლის 16 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის განვითარების კვლევების ინსტიტუტი და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტი ატარებს განვითარების კვლევების მე-6 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის შესაძლებლობები: კვლევები და განვითარება“
-
სამუშაო ენა: ინგლისური
-
ფორმატი: ჰიბრიდული. მოხსენებების წარდგენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ისე ონლაინ ჩართვით
-
ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი
-
კონფერენციაში მონაწილეობისთვის არ არის დაწესებული გადასახადი
-
მიღებული აბსტრაქტების ელექტრონული წიგნი აიტვირთება უნივერსიტეტის ვებგვერდზე და გავრცელდება მონაწილეთა შორის კონფერენციამდე.
გამოქვეყნების შესაძლებლობები:
-
Journal of Development Studies (#4 JDS, 2023) (ინგლისურენოვანი ჟურნალი);
-
ორბელიანი;
-
განვითარების კვლევების ინსტიტუტის შრომები.
კონფერენციაში მონაწილეობისთვის მკვლევრებს შეუძლიათ მდგრადი განვითარების გამოწვევების საპასუხო ღონისძიებების შესახებ აბსტრაქტების / სრული ნაშრომების წარმოდგენა.
შემოთავაზებული თემები მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება)
-
კვლევებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მდგრადი განვითარებისთვის (ინტერდისციპლინური და სექტორული მიგნებები);
-
ადგილობრივი და საერთაშორისო საქმიანობის დაჩქარებას მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად;
-
აკადემიის როლის კვლევას მდგრადი განვითარების მიღწევაში;
-
ინიციატივების, გადაწყვეტილებების, ღონისძიებების შესწავლას მდგრადი განვითარებისათვის.
მნიშვნელოვანი თარიღები:
- 2 ოქტომბერი – აბსტრაქტის გაგზავნა
- 10 ოქტომბერი – შეტყობინება აბსტრაქტის მიღების შესახებ
- 20 ოქტომბერი – რეგისტრაცია დასწრებისთვის
- 16 ნოემბერი – კონფერენცია
- 24 ნოემბერი - ნაშრომის წარდგენა გამოსაცემად (JDS #4; სხვა - ინტერესის მიხედვით)
- 8 დეკემბერი – შეტყობინება ნაშრომის მიღების შესახებ
- 15 დეკემბერი – გადამუშავებული ნაშრომების წარდგენა
საკონტაქტო მეილი: : ids@sabauni.edu.ge