12ნოე,2025
ჟურნალი Orbeliani Law Review აცხადებს სტატიების მიღებას
ადგილი:სულხან -საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
იწყება სტატიების მიღება ჟურნალის Orbeliani Law Review-ის მომდევნო ზოგადი ნომრისთვის (ტ. 6, 2026).
სტატიების წარმოდგენის ბოლო ვადაა – 2026 წლის 1-ლი ივლისი.
ნომერი გამოიცემა 2026 წლის დეკემბერში.
სტატიის წარმოდგენის წესები:
სტატიები უნდა იყოს ინგლისურენოვანი, წარმოადგინდეს ორიგინალურ კვლევას და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ადრე, არც ერთ ენაზე.
სტატია უნდა ეხებოდეს კანონის აქტუალურ პრობლემებს და უნდა გააჩნდეს სამეცნიერო ღირებულება; ჟურნალის რედაქცია მიესალმება ინტერდისციპლინურ კვლევებსაც.
ერთ სტატიას არ უნდა ჰყავდეს ოთხზე მეტი ავტორი.
სტატიის მოცულობა უნდა იყოს არანაკლებ 28 000 სიმბოლო და არ უნდა აღემატებოდეს 40 000 სიმბოლოს სივრცეების ჩათვლით.
ავტორთა სახელმძღვანელო წესებს დეტალურად გაეცნობით ბმულზე: https://journals.sabauni.edu.ge/index.php/olr/guideline