
24მარ,2023
პირველი საუკუნეების ეკლესია და ქრისტიანობა
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:03/23/2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი გიწვევთ საერთაშორისო კონფერენციაში ,,პირველი საუკუნეების ეკლესია და ქრისტიანობა" მონაწილეობის მისაღებად
2023 წლის 26-27 სექტემბერს გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია. კონფერენციის თემაა „პირველი საუკუნეების ეკლესია და ქრისტიანობა".
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციის ენა: ქართული, ინგლისური, ფრანგული, ბერძნული, გერმანული, იტალიური
კონფერენციის ფორმატი: ადგილზე
კონფერენციის ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, (მისამართი კალისტრატე ქუთათელაძის ქ. #3)
მნიშვნელოვანი თარიღები:
• 31 ივლისი - კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადისა და აბსტრაქტის წარმოდგენა
• 1 აგვისტო - კონფერენციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია
• 26-27 სექტემბერი - კონფერენცია
• 30 ოქტომბერი - ნაშრომების გამოსაცემად წარდგენა
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს კონფერენციაზე დაშვების შესახებ ეცნობებათ განაცხადისა და რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 დღის ვადაში.
კონფერენციაზე მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/1RDlA0Pi0AF69FrD51-S_EzO7rU1yn64byyXnRJruUcY/edit
საკონტაქტო ელ.ფოსტა: trs@sabauni.edu.ge