
23მარ,2023
პიტერ პაზმანის საზაფხულო სკოლა სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:03/23/2023
პიტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით, მიმდინარე წლის 17-28 ივლისს ბუდაპეშტში საზაფხულო სკოლა ჩატარდება.
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის სამივე აკადემიური საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტებს. კურსის თემატიკა რომის სამართლის გააზრებას ეთმობა და მიზნად ისახავს სამართლისა და საზოგადობის მნიშვნელოვანი და ამავდროულად, საკამათო საკითხების განხილვას ტრანსნაციონალურ კონტექსტში.
მონაწილეობის მიღების საფასური საბაუნის სტუდენტებისთვის შეადგენს 100 ევროს.
საზაფხულო სკოლა არ არის დაფინანსებული- ყველა ხარჯს ფარავს აპლიკანტი.
აპლიკაციის შევსების დედლაინია 2023 წლის 14 აპრილი.
დამატებით ინფორმაციას შემოთავაზებული კურსების, სააპლიკაციო პროცესისა და მოთხოვნების შესახებ გაეცნობით აქ.
შენიშვნა: აუცილებელია, რომ საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებული აპლიკანტები დაუკავშირდენენ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს - ir@sabauni.edu.ge ; Tel.: 242 22 42/115, ან მიბრძანდნენ 407-ე ოთახში.
გისურვებთ წარმატებას!