07დეკ,2020
ყოველწლიური კონფერენცია - ღმერთის წინაშე ყოფნა: სიწმინდე, სრულყოფილება, განღმრთობა
წმ. იოანე ოქროპირის მართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევითი ჯგუფი დეკემბერში ყოველწლიურად მართავს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებს. 2020 წლის 7-8 დეკემბერს კონფერენცია ჩატარდება სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში, თემაზე: „ღმერთის წინაშე ყოფნა: სიწმინდე, სრულყოფილება, განღმრთობა“.
კონფერენციის საბაუნიში ჩატარების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 2019 წლის დეკემბერს კლუჟ-ნაპოკაში (რუმინეთი) ჩატარებულ კონფერენციაზე.
წმ. იოანე ოქროპირის სახელობის თეოლოგიის კვლევითი ცენტრი (SCIO) რამდენიმე წლის წინ აბერდინში (შოტლანდია) დაარსდა. ჯგუფის მიზანი მსოფლიოს სხვადასხვა ადგილზე მცხოვრებ მართლმადიდებელ თეოლოგებს შორის ურთიერთობების გაღრმავება და აკადემიური საღვთისმეტყველო აქტივობების განხორციელებაა. ჯგუფი ოთხ სხვადასხვა მიმართულებადაა დაყოფილი და თითოეულს თავისი გუნდი და ხელმძღვანელი ჰყავს: 1. ანთროპოლოგიური ჯგუფი (ხელმძღვანელი - მამა სტივენ ჰედლი, სორბონას უნივერსიტეტი, საფრანგეთი); 2-ფლოროვსკის ჯგუფი (ხელმძღვანელი ნიკო ასპრულისი, ვოლოს აკადემია, საბერძნეთი); 3. თანამედროვე თეოლოგიის საკითხების ჯგუფი (ხელმძღვანელი პეტრე მაიკანი, აბერდინის უნივერსიტეტი, შოტლანდია); 4. საორგანიზაციო საკითხების ჯგუფი (ხელმძღვანელი ოლგა სევასტიანოვა, ციურიხის უნივერსიტეტი, შვეიცარია). წმ. იოანე ოქროპირის კვლევითი ჯგუფის მენტორი მამა ანდრეა ლოუთია (დარემის უნივერსიტეტის პროფესორი, დიდი ბრიტანეთი). ჯგუფში სხვადასხვა განხრით მუშაობენ: სოტირი მიტრალექსი (ვინჩესტერის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი); ვიორელ ქომანი (ლუვენის უნივერსიტეტი, ბელგია); დიმიტრი კერამიდასი (თომა აქვინელის პონტიფიკური უნივერსიტეტი, რომი); ნიკო კურემენოსი (იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი).
ჯგუფი ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყანაში რამდენიმედღიან საღვთისმეტყველო კონფერენციას აწყობს (2018 წელი პრაღა, ჩეხეთი; 2019 წელი კლუჟ-ნაპოკა, რუმუნეთი).
წმინდა იოანე ოქროპირის მართლმადიდებლური თეოლოგიის კვლევითმა ჯგუფმა 2019 წელს გამოსცა საღვთისმეტყველო სტატიათა კრებული - “Understanding Orthodox Christian Spirituality Today: Unsights from Patristic and Contemporary Theology”, Volos 2019.