18ნოე,2020
საერთაშორისო სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტს, განვითარების კვლევების ინსტიტუტსა და კიევის ვ.გეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტს (უკრაინა) შორის თანამშრომლობის ფარგლებში, საბაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში ,,MANAGEMENT 2020: CHALLENGES AND PROSPECTS’’.
კონფერენცია ჩატარდება ონლაინ ფორმატში 2020 წლის 18 ნოემბერს.
სამუშაო ენა - ინგლისური.
კონფერენცია გაიმართება შემდეგი მიმართულებებით :
- Modern management concepts and tools
- Innovations in management
- Human resources management
- External challenges of management
დაინტერესებულ სტუდენტებს დამატებითი ინფორმაციისა და რეგისტრაციისთვის შეუძლიათ მიმართნ განვითარების კვლევების ინსტიტუტს: ids@sabauni.edu.ge