02აპრ,2024
საჯარო ლექცია - მიჯაჭვულობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:12:00
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 2 აპრილს, 12:00 საათზე, სტუდენტურ სივრცეში (#401), გაიმართება საჯარო ლექცია: მიჯაჭვულობა და ინტერპერსონალური ურთიერთობები.
მომხსენებელი: თეონა ნუცუბიძე, ფსიქოლოგი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი, ლექტორი.
განსახილველი საკითხები:
- მიჯაჭვულობის არსი და მისი მნიშვნელობა;
- ადრეული მიჯაჭვულობის ფორმირება მშობელი-შვილი ურთიერთობის კონტექსტში;
- მიჯაჭვულობის ტიპები და თითოეული მათგანის თავისებურებები;
- ადრეული მიჯაჭვულობის ტიპის გავლენა პიროვნულ განვითარებასა და მოზრდილთა ინტერპერსონალურ ურთიერთობებზე.