
07ივნ,2024
საჯარო ლექცია: "ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების გზები სამხრეთ კავკასიის მაგალითზე"
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:18:00
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, 7 ივნისს, 18:00 საათზე, სტუდენტურ სივრცეში (#401), გაიმართება საჯარო ლექცია: "ეთნიკური კონფლიქტების მოგვარების გზები სამხრეთ კავკასიის მაგალითზე".
მომხსენებელი: ნიკა ჩიტაძე, კავკასიის / შავი ზღვის რეგიონის გეოპოლიტიკის, მსოფლიო პოლიტიკის, ენერგო-უსაფრთხოებისა და სტრატეგიული საქმეების სპეციალისტი.
განსახილველი საკითხები:
- ეთნიკური კონფლიქტების გამომწვევი მიზეზები;
- აფხაზეთის და ცხინვალის მაგალითი;
- ეთნიკური კონფლიქტების გადაჭრის შესაძლო სამართლებრივი გზები.
მისამართი: კ. ქუთათელაძის №3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი.