14ნოე,2022
საჯარო ლექცია: "ფუნდამენტური უფლებები: მიმოხილვა და თანამედროვე საკითხები"
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:11/15/2022
14 ნოემბერს საბაუნიშის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე - "ფუნდამენტური უფლებები: მიმოხილვა და თანამედროვე საკითხები". ლექციას უძღვებოდა პეტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტის (უნგრეთი) პროფესორი - ლორან ჩინკი. შეხვედრა საინტერესოდ, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
შეხვედრა გახსნა საბაუნის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა - გიორგი გორაძემ. საჯარო ლექციას ესწრებოდნენ როგორც საბაუნის სამართლის ფაკულტეტის სტუდენტები, ისე თავისუფალი დამსწრეები. დამსწრეებს საშუალება ჰქონდათ კითხვები დაესვათ მომხსენებლისთვის და ჩართულიყვნენ დისკუსიაში.