18მაი,2020
სასწავლო და კვლევითი სტიპენდია სლოვაკეთში
ცხადდება საბუთების მიღება სლოვაკეთში სასწავლო და კვლევითი სტიპენდიის მოსაპოვებლად. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საბაუნის სამაგისტრო სწავლების პროგრამის სტუდენტებს, საბაკალავრო პროგრამის მე-5 სემესტრის სტუდენტებსა და აფილირებულ პროფესორებს. რუჟომბეროკის უნივერსიტეტი მზადაა უმასპინძლოს საბაუნის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სასტიპენდიო პროექტის ფარგლებში.
სტიპენდიის ხანგრძლივობა სტუდენტებისათვის არის ერთი ან ორი სემესტრი, ხოლო აკადემიური პერსონალისათვის 1-10 თვე.
სტიპენდია არ გაიცემა, თუ:
სტუდენტი უკვე სწავლობს სკოლავკეთის უნივერსიტეტში სრული განაკვეთით
უნივერსიტეტის მასწავლებლებს, პროფესორებს არ გააჩნიათ დოქტორის ხარისხი და აქვთ 4 წელზე ნაკლები მუშაობის გამოცდილება
საერთაშორისო აპლიკანტს ბოლო 36 თვის განმავლობაში სლოვაკეთში ნაცხოვრები აქვს 12 თვე ან მეტი
საერთაშორისო აპლიკანტებს, რომელთაც უკვე მიღებული აქვთ სხვა სახის დაფინანსება (ერასმუს+, ვიშეგრადის ფონდი, ერთობლივი ხელშეკრულება და სხვ)
შენიშვნა: აპლიკანტს, რომელსაც უკვე ჰქონდა აღნიშნული სტიპენდია, მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა მონაწილეობის საშუალება, თუ წინა სტიპენდია 5 თვეზე ნაკლები ხანგრძლივობის იყო.
სტიპენდიის რაოდენობა:
სტუდენტებისათვის - 400 ევრო
დოქტორანტებისათვის - 734 ევრო
პროფესორებისათვის:
დოქტორის ხარისხის გარეშე და 4 წელზე ნაკლები სამუშაო გამოცდილებით - 734 ევრო
დოქტორის ხარისხის მქონე, მაგრამ 10 წელზე ნაკლები გამოცდილებით - 980 ევრო
დოქტორის ხარისხის მქონე, 10 წელზე მეტი სამუშაო გამოცდილებით - 1050 ევრო
შენიშვნა: თვიური სტიპენდიის განსასაზღვავად, სააპლიკაციო პერიოდამდე არსებული სამუშაო გამოცდილება იქნება მხედველობაში მიღებული
სადოქტორო სწავლება მიიჩნევა როგორც სამუშაო გამოცდილება
სტუდენტებსა და დოქტორანტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მგზავრობის თანხა (თანხა გამოითვლება მანძილის მიხედვით)
< 350 კმ = 0 ევრო
350 კმ-დან მაქსიმუმ 2 000 კმ = 250 ევრო
2 000 კმ-დან მაქსიმუმ 7 000 კმ = 500 ევრო
7 000 კმ-ზე მეტი = 1 000 ევრო
რეგისტრაციის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 18 მაისი (16:00 CET)
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია:
სტუდენტებისათვის:
- CV
- სამოტივაციო წერილი
- დეტალური სასწავლო პროგრამა (სწავლის დაწყების და დამთავრების თარიღი, სასწავლო კურსების ჩამონათვალის კრედიტების მითითბით)
- ორი სარეკომენდაციო წერილი საბაუნის ლექტოტრებისაგან (სატიტულო ფურცელზე ამობეჭდილი, სასურველია მითითებული იყოს რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია)
- ცნობა უნივერსიტეტიდან სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ
- აპლიკანტის ბაკალავრის დიპლომი (დასკანერებული ვერსია), დიპლომის დანართი და სახელმწიფო გამოცდების სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
- მიღების წერილი მასპინძელი სლოვაკური უნივერსიტეტიდან
საჭირო დოკუმენტაცია დოქტორანტებისათვის
- CV
- სამოტივაციო წერილი
- კვლევის სამოქმედო გეგმა (დეტალურად)
- რეკომენდაციის წერილი სადოქტორო ნაშრომის ხელმძღვანელისაგან
- ცნობა მშობლიური უნივერსიტეტიდან
- აპლიკანტის მაისტრის დიპლომი, დიპლომის დანართი ან სახელმწიფო გამოცდების სერტიფიკატი
- პუბლიკაციების ჩამონათვალი (მოთხოვნილი ფორმით)
- მიღების / მოწვევის წერილი მიღების წერილიდან
საჭირო დოკუმენტაცია აკადემიური პერსონალისათვის:
- CV
- დეტალური სასწავლო / კვლევის გეგმა (მასპინძელ უნივერსიტეტში ჩასატარებელი ლექციების გეგმა, დაწყების და დასრულების თარიღი, დეტალურად გაწერილი იქ ყოფნის გეგმა)
- დიპლომის ან აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი
- გამოქვეყნებული ნაშრომების სია (მოთხოვნილი ფორმით)
- სლოვაკური მასპინძელი უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილი
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ბმულს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge, საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი გაგიწევთ დახმარებას მასპინძელ უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილის მისაღებად.