08დეკ,2023
შანდორ პეტეფის საღამო
ადგილი:კ. ქუთათელაძის #3 (სტუდენტური სივრცე)
დასაწყისი:16:00
8 დეკემბერს, 16:00 საათიდან, სტუდენტურ სივრცეში, სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებითა და საქართველოში უნგრეთის საელჩოს თანაორგანიზებით შანდორ პეტეფის დაბადებიდან 200 წლის იუბილეს აღსანიშნავი საღამო გაიმართება.
საღამო რამდენიმე ნაწილისგან შედგება.
1. პროფესორების მიერ მოხსენებების წარდგენა:
- ეკა ვარდოშვილი - პეტეფის შემოქმედების მიმართება ქართულ ლიტერატურასთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ფილოლოგიის პროფესორი;
- ლევან გელაშვილი - პეტეფის ქართული თარგმანები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;
- არპად ელეში - შანდორ პეტეფის ცხოვრება, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უნგრული ენის მოწვეული ლექტორი;
2. საბაუნის სტუდენტების მიერ პეტეფის შემოქმედებიდან რამდენიმე ლექსის წაკითხვა:
- გიორგი ხვარეშია: „სიყვარული და თავისუფლება“, „როგორ მიყვარხარ, ვარდი ხარ“, „სამშობლოში“;
- ვასილ დოღონაძე: „ჩემი საუკეთესო ლექსი“, „მიყვარხარ“, „აუხდენელი სიყვარული“, „ისევ შემოდგომა“;
- დავით შველიძე: „ჩემი საფლავი“, „საამო ღამე“, „ძაღლების სიმღერა“, „სამშობლოში“, „მე ერთი ფიქრი მაწუხებს“, „მიყვარხარ“, „ჩემი მერანი“.
3. მულტფილმის ჩვენება
”იანოშ რაინდი” - მულტფილმი/შანდორ პეტეფის პოემის ეკრანიზაცია (რეჟ. მარცელ იანკოვიჩი, 1973 წ.)
მულტფილმი 74 წუთიანია და მოგვითხრობს ამბავს ახალგაზრდა ჯარისკაცის, იანოშის შესახებ. იგი გაივლის მრავალ თავგადასავალს, რათა საბოლოოდ შეეძლოს თავის შეყვარებულთან ყოფნა. მულტფილმი შანდორ პეტეფის ეპიკური პოემის ეკრანიზაციაა, და შეიქმნა 50 წლის წინ, უნგრელი პოეტის დაბადების 150 წლისთავზე. მარცელ იანკოვიჩის (1941 წ. – 2021 წ.) ნამუშევარის შთაგონება იყო როგორც უნგრული ფოლკლორული ხელოვნება, ისე ბიტლსის მულტფილმი, სათაურით „ყვითელი წყალქვეშა ნავი”. რეჟისორის სხვა ფილმი, „სიზიფე” (1974 წ.) ოსკარის პრემის ნომინანტი იყო. იანკოვიჩი კიდევ ერთმა სხვამ ნამუშევარმა („მებრძოლე”) 1977 წელს კანის ჯილდო მოიპოვა, და თავად 1978 წელს უნგრეთის უმაღლესი მედალისა, კოშუტის სახელობის პრემის მფლობელი გახვდა.
4. უნგრული ტრადიციული კერძის, გულიაშის სუპის დაგემოვნება.