16ივნ,2016
შეხვედრა თიბისი ბანკის გენ.დირექტორის პირველ მოადგილესთან
16 ივნისს 13:00 საათზე საბაუნის ეწვევა და საჯარო ლექციას წაიკითხავს წარმატებული ბიზნესმენი, TBC ბანკის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე და მმართველი საბჭოს წევრი - პაატა ღაძაძე, რომელიც წლების განმავლობაში, ხელმძღვანელობდა საქართველოს საპენსიო და სადაზღვევო ჰოლდინგს (GPIH) და იყო სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის თანაშემწე.
ბატონი პაატა ისაუბრებს, წარმატების მიღწევის გზებსა და ხელშემწყობ ფაქტორებზე, ბიზნესის დაწყებისა და განვითარების ეტაპებზე, წარმატებული გუნდის შექმნასა და ეფექტურ მართვაზე.
გაგვაცნობს, თავის ხედვებს და გაგვიზიარებს საკუთარ მრავალწლიან გამოცდილებას - თუ როგორ შეიძლება გავხდეთ წარმატებულები ჩვენს საქმეში.
შეხვედრის ბოლოს სტუდენტებს შესაძლებლობა გექნებათ დასვათ თქვენთვის საინტერესო კითხვები და მიიღოთ პასუხები.
შეხვედრა შედგება პიერ დიუმულენის სახელობის ბიბლიოთეკაში.