
14ივნ,2023
სოლიდარობის საზაფხულო ონლაინ სკოლა
ადგილი:კ.ქუთათელაძის №3
განთავსების თარიღი:14/06/2023
იოანე პავლე მეორის სახელობის კრაკოვის პონტიფიკური უნივერსიტეტი საბაუნის სტუდენტებს სთავაზობს ოთხდღიან ონლაინ საზაფხულო სკოლას სოლიდარობის თემატიკაზე, რომელიც ჩატარდება 26-30 ივნისს ან 10-14 ივლისს (ირჩევს მონაწილე).
საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც ბაკალვიატისა და მაგისტრატურის, ისე დოქტორანტურის სტუდენტებს. მონაწილოების მისაღებად საჭიროა ინგლისური ენის ცოდნის მინიმალური დონის (B2) დადასტურება. საერთაშორისო სერტიფიკატის არქონის შემთხვევაში, ცნობას ტესტირების შედეგად გასცემს საბაუნის ენების ცენტრი.
საზაფხულოს სკოლის გავლის შედეგად მონაწილეს ენიჭება 2 კრედიტი, თუმცა კრედიტის აღიარების საკითხი შესათანხმებელი იქნება ფაკულტეტთან. (კრედიტის აღიარება არ არის გარანტირებული).
შესარჩევი ეტაპების შესახებ ინფორმაციას იხილავთ ლინკზე.
დამატებით ინფორმაციას საზაფხულო სკოლის შესახებ გაეცნობით აქ.
რეგისტრაციის პროცესი უკვე აქტიურია. მონაწილეობის მსურველებმა მოთხოვნილი ფორმა უნდა შეავსონ 19 ივნისამდე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება უფასოა.
გთხოვთ, აპლიკაციის შევსების შემთხვევაში, აუცილებლად გვაცნობეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში.
კითხვების შემთხვევაში, დაუკავშირდით:
- საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერი - ir@sabauni.edu.ge
- Tel.: 242 22 42/115
- მე-4 სართული, 408-ე ოთახი