
27თებ,2023
სტაჟირება სამართლის ფაკულტეტზე
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:02/27/2023
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი აცხადებს სტაჟირებას სამართლის ფაკულტეტზე.
სამუშაო გრაფიკი: არასრული
ფუნქცია-მოვალეობები:
● სტუდენტებთან კომუნიკაცია, კონსულტაციების გაწევა სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
● ფაკულტეტის დეკანის, პროგრამების ხელმძღვანელების, აფილირებული პერსონალის შეხვედრების დაგეგმვა, დღის წესრიგის შემუშავება და ორგანიზება;
● ფაკულტეტის ფარგლებში მიმდინარე საქმიანობაში ჩართულობა;
● უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
● განათლება: ბაკალავრის ან მაგისტრატურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
● უცხო ენები: ინგლისური ენის B1 დონეზე ცოდნა (სასურველია);
● კომპიუტერული პროგრამები: MS Office - სამომხმარებლო დონეზე.
პიროვნული უნარები:
● პასუხისმგებლობის გრძნობა;
● დეტალებზე ორიენტირების უნარი;
● გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
● გუნდში მუშაობის უნარი.
შერჩევის ეტაპები:
● CV-ების გადარჩევა;
● გასაუბრება.
CV-ების მიღება იწარმოებს 15 მარტის ჩათვლით. დაინტერესებულმა პირებმა CV გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@sabauni.edu.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება).