
28დეკ,2022
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის ვირტუალური სასწავლო პროგრამა
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:12/28/2022
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტი აცხადებს სტუდენტების მიღებას ვირტუალ პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში საბაუნის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ დარეგისტრირდნენ უკრაინელი პროფესორების ლექციებზე უფასოდ და კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღონ დამატებითი კრედიტები.
აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობა სტუდენტებს მისცეს საშუალებას გაიცნოს უცხოელი სტუდენტები (არა მხოლოდ უკრაინელები) და პროფესორები, უკეთ გაიცნოს ომის ქარცეცხლში გახვეული უკრაინელები და მათ მამაცი ბუნება.
ერთ სტუდენტს შესაძლებლოა აქვს დარეგისტრირდეს ერთ ან ორ სასწავლო კურსზე.
სწავლების ენა - ინგლისური
პირველ ეტაპზე პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სტუდენტები უნდა დარეგისტრიდნენ საბაუნის მიერ შექმნის სარეგისტრაციო ფორმაზე, შიდა გასაუბრების შემდეგ კი საბაუნის საერთაშორისო ოფისის დახმარებით დარეგისტრირდებით უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის პორტალზე.
მნიშვნელოვანი თარიღები:
2023 წლის 12 იანვარი - ონლაინ რეგისტრაცია (ონლაინ ფორმა)
2023 წლის 13 იანვარს - შიდა გასაუბრება
15 იანვარი - უკრაინის უნივერსიტეტში ნომინირებული სტუდენტების სიის გადაგზავნა
22 იანვარი - უკრაინის უნივერსიტეტში მოთხოვნილი დოკუმენტაციის გადაგზავნა
30 იანვარი - ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა
6 თებერვალი - გაზაფხულის სემესტრის დაწყება
შენიშვნა: გთხოვთ გაეცნოთ პროგრამებს და აღიარებასთან დაკავშირებით გაიაროთ ფაკულტეტის წარმომადგენლებთან (დეკანი ან პროგრამის ხელმძღვანელი)
უკრაინის კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ შემოთავაზებული კურსები
კითხვების შემთხვევაში, მოგვწერეთ ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge ან მოგვაკითხეთ საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში, მეოთხე სართული ოთახი 408