14მარ,2022
V საერთაშორისო სიმპოზიუმი „კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში“
2022 წლის 7-8 ივნისს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართება მეხუთე საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმი: “კათოლიკური მემკვიდრეობა საქართველოში", რომლის მიზანია კათოლიკური მემკვიდრეობის, ქართული კულტურისა და ცნობიერების ჩამოყალიბებაში რომის კათოლიკე ეკლესიის მნიშვნელობის გაანალიზება;
სიმპოზიუმი მიეძღვნება წმიდა საყდრისა და საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის იუბილეს, შესაბამისად, განსაკუთრებით მისასალმებელი იქნება მოხსენებები, რომლებიც აღნიშნულ თემას შეეხება.
წაკითხული მოხსენებები ტრადიციისამებრ, გამოიცემა კრებულის სახით;
კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური, იტალიური.
სიმპოზიუმის ორგანიზატორია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველოში რომის კათოლიკე ეკლესიასთან არსებული კულტურისა და ეკლესიათშორისი ურთიერთობების კომისია და წმიდა საყდრის საელჩო საქართველოში.
მნიშვნელოვანი ვადები:
2022 წლის 22 აპრილი - სიმპოზიუმში მონაწილეობისათვის განაცხადის მიღების ბოლო ვადა რეგისტრაციისათვის, გთხოვთ, შეავსოთ თანდართული განაცხადის ფორმა ან გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია
2022 წლის 24 მაისი - სტატიების ჩაბარების ბოლო ვადა.
სტატიების მიღება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე – conference@sabauni.edu.ge;
აუცილებელი მოთხოვნები:
მოხსენების რეგლამენტი - 12 -15 წთ.
მოხსენების მოცულობა - 6 -7 გვერდი
გვერდის ფორმატი - А4
გვერდის ველი : – 2 სმ
შრიფტი: ქართული – sylfean
ზომა _ 12
ინგლისური/იტალიური – Times New Roman,
ზომა _ 12
ინტერვალი – 1 (Single)
აბზაცი – 1 სმ
ტექსტის სტრუქტურა: ავტორის გვარი, სახელი პირველ ხაზზე (Bold); ერთი ინტერვალის გამოტოვებით სათაური (Bold) ზომა 14
მოხსენება ქართულ ენაზე, რეზიუმე ინგლისურ ენაზე.