21ივლ,2020
ვებინარი: ევროპული სპორტის სამართალი - შეთავაზებები საქართველოს
დასაწყისი:12:30
2020 წლის 21 ივლისს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ბასკეთის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა კვლევით ჯგუფთან და ესპანეთის სპორტის სამართლის ასოციაციასთან ერთად უმასპინძლებს ონლაინ ვებინარს: „ევროპული სპორტის სამართალი. შეთავაზებები საქართველოს“, რომლის მიზანია სპორტის სამართალის განვითარება და პოპულარიზაცია კავკასიის რეგიონში.
ვებინარში მონაწილეობას მიიღებენ დარგის ექსპერტები: კარლოს მესამის უნივერსიტეტის (მადრიდი, ესპანეთი) საჯარო სამართლის პროფესორი, ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციის კვლევითი პროექტის ხელმძღვანელი კარმენ პერეს გონსალესი და პომპეუ ფაბრას უნივერსიტეტის (ბარსელონა, ესპანეთი) სამართლის ფილოსოფიის პროფესორი, სპორტის ფილოსოფიის ესპანური და ლათინური ასოციაციების პრეზიდენტი ხოსე ლუის პერეს ტრივინო. საქართველოდან ვებინარში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების განყოფილების უფროსი სპეციალისტი თეო ბარამიძე, რომელიც გაგვიზიარებს სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის გამოცდილებას სპორტის სამართალთან დაკავშირებით.
ვებინარს მოდერირებას გაწევენ ბასკეთის უნივერსიტეტის ევროკავშირის სამართალის პროფესორი, ბასკეთის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებების კვლევითი ჯგუფის მკვლევარი დეივიდ რუანო დელგადო და სულხან-საბა ორბელიანის სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი გორაძე.
საქართველოდან საბაუნის გარდა ვებინარში მოწვეულები არიან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის წარმომადგენლები.
ვებინარის სამუშაო ენა: ინგლისური
დასაწყისი: 12:30 საათი (თბილისის დროით)
ვებინარზე დასასწრებად ეწვიეთ ბმულს: