01თებ,2023
VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება“
ადგილი:კ.ქუთათელაძის N3
განთავსების თარიღი:2/01/2023
2023 წლის 8-9 ივნისს გაიმართება VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „სამართალი და გლობალური უსაფრთხოება". კონფერენციის თემაა „Military Aggression, State`s Responsibility and Human Rights - Modern Challenges and Prospects".
კონფერენციაში მონაწილეობის უფლება აქვთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებსა და დოქტორანტებს.
კონფერენციის ენა: ინგლისური
კონფერენციის ფორმატი: ადგილზე
კონფერენციის ჩატარების ადგილი: სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი
მნიშვნელოვანი თარიღები:
• 1 აპრილი - კონფერენციაში მონაწილეობის განაცხადისა და რეზიუმეს წარმოდგენა
• 1 მაისი - კონფერენციაზე დასწრების მსურველთა რეგისტრაცია
• 8-9 ივნისი - კონფერენცია
• 30 ივნისი - ნაშრომების გამოსაცემად წარდგენა
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს კონფერენციაზე დაშვების შესახებ ეცნობებათ განაცხადისა და რეზიუმეს გამოგზავნიდან 5 დღის ვადაში.
კონფერენციაზე მონაწილეობისა და დასწრების მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ელექტრონულ ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSd-_ShGQlBeFMqg-6ogF3XYCWI5k4Hb4_lpP0pFeS_xzAn3kQ/viewform
საკონტაქტო ელ.ფოსტა: lgs@sabauni.edu.ge