
15მარ,2020
ვიშეგრადის სასწავლო სტიპენდიები მაგისტრანტებისათვის
ცხადდება რეგისტრაცია ვიშეგრადის სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც განკუთვნილია საბაუნის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებისათვის. სტუდენტებს შეუძლიათ ერთი სემესტრი ისწავლონ ვიშეგრადის ქვეყნების უნივერსიტეტებში (ჩეხეთი, უნგრეთი, პოლონეთი და სლოვაკეთი)
მობილობის ხანგრძლივობაა 1 სემესტრი
სტიპენდია 2 500ევრო სემესტრში
რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლაინ პლატფორმაზე 15 მარტის 11:59 საათის ჩათვლით (შუადღე, ბრიუსელის დროით).
ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი უნდა იყოს გაცემული ინგლისურად ან ნათარგმნი ინგლისურ ენაზე და დამოწმებული ნოტარიულად.
საჭირო დოკუმენტაცია.
- პასპორტი
- ნიშნების ფურცელი ან დიპლომის დანართი
- მიმღები უნივერსიტეტიდან მიღების წერილი
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მიმღები უნივერსიტეტიდან მოწვევის წერილს შეიძლება დასჭირდეს მინიმუმ ერთ კვირაზე მეტი, ამიტომ, გთხოვთ, დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ არაუგვიანეს 3 მარტისა.
დეტალური ინფორმაციისათვის (სტიპენდიის პირობები, პარტნიორი უნივერსიტეტები) მიმართეთ საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერს ელ ფოსტაზე: ir.sabauni.edu.ge, 407 ოთახი, მეოთხე სართული, ტელ.: 242 22 42/115; 577 34 77 13 შორენა პარუნაშვილი
სამუშაო საათები: 10:00 – 19:00სთ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.