
16სექ,2020
14 და 15 სექტემბერს ჩატარებული შიდა სამაგისტრო გამოცდების შედეგები უცხო ენასა და სპეციალობაში
ცხადდება 14 და 15 სექტემბერს ჩატარებული სამართლის სამაგისტრო პროგრამის შიდა სამაგისტრო გამოცდების შედეგები უცხო ენასა და სპეციალობაში.
შეგახსენებთ, სპეციალობისა და ინგლისური ენის გამოცდებში მინიმალური ზღვარი 51 ქულაა.
შედეგები იხილეთ ბმულზე
შენიშვნა: მათ, ვინც უკვე გადალახა თითოეულ გამოცდაში მინიმალური ზღვარი, ხელშეკრულების დასადებად შეგიძლიათ გამოცხადდეთ უნივერსიტეტში 17 სექტემბრიდან (10:00 საათი - 18:00 საათი) ან მიმართოთ სამაგისტრო პროგრამების კოორდინატორს - m.moqia@sabauni.edu.ge
სხვა სამაგისტრო პროგრამების შედეგებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიიღებთ ინდივიდუალურად (აღნიშნული ინფორმაცია ეხება ბიზნესის ადმინისტრირების, საჯარო მმართველობისა და თეოლოგიის სამაგისტრო პროგრამებს).
გისურვებთ წარმატებას.