
19ნოე,2018
2018 წლის სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია
2018 წლის 19 ნოემბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სტიპენდიანტთა დაჯილდოების ცერემონია.
სტიპენდიანტები საბაუნის რექტორმა ვაჟა ვარდიძემ სერტიფიკატებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა და მათ წარმატება უსურვა. სიტყვით წარსდგა უნივერსიტეტის ვიცე-რექტორი დიმიტრი გეგენავაც, რომელმაც დამსწრეებს უნივერსიტეტში მოქმედი სტიპენდიის გაცემის წესი გააცნო.