
31იან,2023
2022–2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მობილობით ჩარიცხვისათვის ვაკანტური ადგილების, ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტაციის განსაზღვრის შესახებ
2022–2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე პირთა მობილობის წესით ჩარიცხვის ვადები შემდეგი სახით:
- სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის შემდეგ (2023 წლის 30 იანვრიდან - 2023 წლის 8 თებერვლის 18:00 საათამდე), რეგისტრაციის შედეგების გათვალისწინებით.
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირების საბუთების მიღება და კრედიტების აღიარება 2023 წლის 08– 14 თებერვალი.
- მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველი პირებისათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და ხელშეკრულებების დადება 2023 წლის 15-16 თებერვალი.
- მობილობის წესით ჩარიცხვის ბრძანების პროექტის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტში ელექტრონულად ასახვა 2023 წლის 17 თებერვალი.
მობილობის პროცესში (ჩარიცხვამდე) წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
ა) სარეგისტრაციო განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში
მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) ასლი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების
დამადასტურებელი დოკუმენტი) ასლი,
გ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა/ID ბარათი) ასლი, დედნის წარმოდგენით (უცხო ქვეყნის მოქალაქეობის შემთხვევაში პასპორტის/პირადობის მოწმობის ასლი და სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი);
დ) ფოტოსურათი 3x4 და ელ. ვერსია (CD/DVD მატარებელზე);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა)
ვ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ. ამონაწერი სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის ბრძანებიდან (არსებობის შემთხვევაში, სტატუსის შეწყვეტის ბრძანების შემთხვევაში - აუცილებელია სტუდენტის სტატუსის შეწყვეის საფუძველის მითითება). ამონაწერი სასწავლო ბარათიდან შესწავლილი სასწავლო კურსების/პროგრამის კომპონენტების, შესაბამისი კრედიტებისა და მიღებული შეფასებების მითითებით.
შენიშვნა: მობილობის წესით ჩარიცხვის მსურველ პირებს, ამ პუნქტის „ა-ვ“ პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაციის გარდა, კრედიტების აღიარების პროცესში, დამატებით შეიძლება მოეთხოვოს ცალკეული გავლილი სასწავლო კურსების პროგრამების (სილაბუსები) წარმოდგენა.
მობილობის წესით ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან არაუგვიანეს ორი კვირის
ვადაში წარმოსადგენ დოკუმენტაციად განისაზღვროს:
ა) ბაკალავრების შემთხვევაში სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში
მიღების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტის) დედანი. მაგისტრატურის შემთხვევაში ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომის და დიპლომის დანართის (შესაბამისი განათლების სხვა ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღების შემთხვევაში - საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კვალიფიკაციასთან გათანაბრების დამადასტურებელი დოკუმენტი) დედანი;
ბ) შევსებული სპეციალური ანკეტა (სტუდენტს შეუძლია მიიღოს ანკეტა უნივერსიტეტში);
გ) სწავლის საფასურის დადგენილი წესით გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (უნივერსიტეტის საბანკო ანგარიშის რეკვიზიტებს სტუდენტი მიიღებს უნივერსიტეტში);
დ) გამომშვები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული (ბეჭდით დამოწმებული) - სტუდენტის პირადი საქმე (პირად საქმეში არსებული დოკუმენტაცია);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებულმა პირებმა, საქართველოს მოქალაქეებმა);
ვ) მობილობის შედეგად სტატუსის შეწყვეტის ბრძანებიდან ამონაწერი.
მობილობის ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.