
27სექ,2025
3 დღიანი ტრენინგი ონლაინ ტრეფიკინგის თაობაზე
2025 წლის 16, 17 და 21 ოქტომბერს, 10:30-დან 14:00 საათამდე საბაუნის ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრისა და ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული
პოლიციის თანამშრომლობის ფარგლებში იმართება 3 დღიანი ტრენინგი ონლაინ ტრეფიკინგის თაობაზე.
ტრენინგს გაუძღვება ნიდერლანდების სამეფოს ეროვნული პოლიციის ოპერაციების სპეციალისტი პროფ. იორნ ვან რი., სულხან-საბა ორბელიანი
უნივერსიტეტის პროფ. უშანგი ბახტაძე და ამავე უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ტრეფიკინგის კვლევითი ცენტრის მკვლევარი ცისანა ხუნდაძე.
ტრენინგზე განხილული იქნება შემდეგი თემები:
- ადამიანებით ვაჭრობა: შესავალი
- ძირითადი ცნებები, განმარტებები და ადამიანებით ვაჭრობის ფორმები
- ტრეფიკინგის სფეროში კვლევის სირთულეები
- კვლევის მეთოდოლოგიის მიმოხილვა: თვისებრივი და ონლაინ მიდგომები
- ეთიკური საკითხები ადამიანებით ვაჭრობის კვლევაში
- ონლაინ პლატფორმების ანალიზის ინსტრუმენტები
- საქართველოს სექს-სამუშაოების სარეკლამო საიტების ანალიზი
ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებზე გაიცემა სერტიფიკატები და
წარმატებულ ორ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება სტაჟირება გაიაროს საბაუნის ტრეფიკინგის კვლევით ცენტრში.
ტრენინგის სამუშაო ენა არის ინგლისური.
ტრენინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ტრეფიკინგის პრევენციის საკითხით დაინტერესებულ ნებისმიერ სტუდენტსა თუ დაინტრესებულ პირს.
მონაწილეობის მისაღებად უნდა შეავსოთ ფორმა 2025 წლის 10 ოქტომბრამდე.
შესავსები ფორმა: https://forms.gle/W85B59LPotarw5NA7
ადგილები შეზღუდულია.
მისამართი: კ. ქუთათელაძის N3, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი (აუდიტორია #405).