
02ივნ,2020
50 %-იანი ფასდაკლება 2020 წელს საბაუნიში მობილობით ჩარიცხულ ყველა სტუდენტს
კოვიდ 19 ვირუსით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების თავიდან ასაცილებლად, საბაუნი აგრძელებს ყველასთვის ხელმისაწვდომი განათლების ხელშეწყობას და 2020 წელს, შემოდგომის სემესტრში მობილობით გადმოსულ ყველა სტუდენტს უნახევრებს სწავლის გადასახადს.
სტუდენტებისა და აბიტურიენტებისთვის შეთავაზებული შეღავათების შემდეგ, მობილობით გადმომსვლელი სტუდენტებისთვისაც, შევიმუშავეთ სპეციალური პაკეტი:
- სწავლის გადასახადზე 50 % ფასდაკლება ერთი წლის მანძილზე;
- სწავლის საფასურის გადახდის ინდივიდუალური გრაფიკი;
- წლიური სწავლის საფასურის 10 ნაწილად გადახდის შესაძლებლობა;
შეთავაზებების ფარგლებში, მობილობით ჩარიცხულ სტუდენტებს ავტომატურად გააუნახევრდებათ სწავლის გადასახადი. დარჩენილი თანხის გადანაწილებას კი შეძლებენ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, ინდივიდუალურად ან/და წინაწარ შემოთავაზებული გრაფიკით, 10 ნაწილად.
- დამატებით ერთი საგნის გავლის შესაძლებლობა (30 კრედიტს მიღმა, შემოდგომაზე შემოთავაზებული საგნებიდან);
მობლობით ჩარიცხულ სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, 30 კრედიტს მიღმა, შემოდგომის სემესტრზე შემოთავაზებული საგნებიდან, აირჩიონ ერთი მათგანი (როგორც ძირითადი, ასევე არჩევითი საგნებიდან).
- 20%-იანი ფასდაკლება ახლადაშენებულ სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე მეორე სემესტრიდან, ერთი წლის მანძილზე;
საბაუნელების მსგავსად, მობილობით ჩარიცხულ ყველა სტუდენტს ექნება შესაძლებლობა, 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლოს საბაუნის საერთო სტუნდეტურ საცხოვრებელში ერთი სასწავლო წლის მანძილზე.
საბაუნიში შემოდგომის სემესტრში მობილობა უკვე ფსიქოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და სოცილოგიის ახალ საბაკალავრო პროგრამების პირველ კურსზეცაა შესაძლებელი.
ამისათვის აუცილებლად უნდა დარეგისტრირდეთ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პორტალზე და დაელოდოთ საბუთების მიღების თარიღების გამოცხადებას.