
15იან,2025
ადმინსიტრაციული პერსონალის მობილობა
ცხადდება ღია კონკურსი Erasmus+ ადმინისტრაციული პერსონალის მობილობისათვის, რომლის ფარგლებში შერჩეული კანდიდატები ეწვევიან უცხოურ უნივერსიტეტს და მონაწილეობას მიიღებენ მასპინძლების მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებაში.
ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა განხორციელდება შემდეგ უნივერსიტეტებში:
• პალაცკის უნივერსიტეტი ოლომოუცში (ჩეხეთი)
o 2-6 ივნისი: დაგეგმილია საერთაშორისო კვირეული თემაზე: ინკლუზიურობა, მრავალფეროვნება და თანაბარი შესაძლებლობები“. სასურველია აპლიკანტი იყოს ფსიქოლოგი და ჰქონდეს პრაქტიკული გამოცდილება, რომელსაც უცხოელ კოლეგებს გაუზიარებს.
• ვალიადოლიდის უნივერსიტეტი (ესპანეთი)
o 5-9 მაისი: დაგეგმილია საერთაშორისო კვირეული თემაზე „ინტერნაციონალიზაცია “.
• რუჟომბეროკის კათოლიკური უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც აქვს საბაუნიში მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია
• CV (ინგლისურ ენაზე)
• სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (B1 მინიმუმ)
Erasmus+ გრანტით ანაზღაურდება მგზავრობა და უცხოეთში ცხოვრების ხარჯები (140 ევრო (ჩეხეთი, სლოვაკეთი) 160 ევრო დღეში (ესპანეთში)).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნივერსიტეტის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 25 იანვრისა (ვალიადოლიდის უნივერსიტეტში წამსვლელებმა) და დანარჩენი უნივერსიტეტების შემთხვევაში, ამავე წლის 25 თებერვლისა.
შერჩევის კრიტერიუმები:
• უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი
• ადმინისტრაციული საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
• რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან;
• მობილობის მოსალოდნელი შედეგები.
თანაბარი პირობების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს რომელსაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული Erasmus+ პროგრამებში.
დოკუმენტაციას განიხილავს შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაინიშნოს ინტერვიუ კანდიდატებთან. პასუხი ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.