10დეკ,2024
ადმინსიტრაციული პერსონალის მობილობა სალამანკას პონტიფიკურ უნივერსიტეტში
ცხადდება ღია კონკურსი Erasmus+ პერსონალის მობილობისათვის, რომლის ფარგლებში შერჩეული კანდიდატი მონაწილეობას მიიღებს სალამანკას პონტიფიკური უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში, რომლის თემაა „ინკლუზიურობა და მენტალური კეთილდღეობა უმაღლეს განათლებაში“. საერთაშორისო კვირეული გაიმართება 2025 წლის 7-11 აპრილს.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საბაუნის ადმინისტრაციულ პერსონალს, რომელსაც აქვს საბაუნიში მუშაობის მინიმუმ ერთი წლის გამოცდილება.
რეგისტრაციისათვის საჭირო დოკუმენტაცია
- CV (ინგლისურ ენაზე)
- სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთი (B2)
Erasmus+ გრანტით ანაზღაურდება მგზავრობა და ესპანეთში ცხოვრების ხარჯები (160 ევრო დღეში).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ მოთხოვნილი დოკუმენტაცია უნივერსიტეტის მეილიდან საერთაშორისო ურთიერთობების მენეჯერის ელ.ფოსტაზე ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს მიმდინარე წლის 24 დეკემბრისა.
შერჩევის კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარი
- ადმინისტრაციული საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან;
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები.
თანაბარი პირობების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება აპლიკანტს რომელსაც არ აქვს მონაწილეობა მიღებული Erasmus+ პროგრამებში.
დოკუმენტაციას განიხილავს შესარჩევი კომისია, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ჩაინიშნოს ინტერვიუ კანდიდატებთან. პასუხი ეცნობებათ ელ.ფოსტის საშუალებით.