29სექ,2023
აკადემია იგნატიანუმის პროფესორის Erasmus+ ს მობილობა საბაუნიში
2023 წლის 25-29 სექტემბერს, სულხან-საბა ორბელიანის თეოლოგიის ფაკულტეტს სტუმრობდა აკადემია იგნატიანუმის პროფესორი, ვიქტორ ხრული.
ვიზიტის ფარგლებში, პოლონელმა პროფესორმა ლექციები ჩაატარა თეოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის, სადაც ისაუბრა რელიგიასა და მედიაზე და მათ როლზე საზოგადოების განვითარებაში. პროფესორმა თემა განიხილა რუსეთის მაგალითზე, და ხაზგასმით აღნიშნა თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს მედია და რელიგია პროპაგანდის გავრცელებაში.
გარდა ლექციებისა, პროფესორი ხრული შეხვდა თეოლოგიის ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ გოჩა ბარნოვს. ასევე, დაესწრო 26-27 სექტემბერს გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში „ეკლესია ადრეულ საუკუნეებში“ და მონაწილეობა მიიღო კითხვა-პასუხის პანელში.
„საბაუნიში დამხვდა მეგობრული გარემო და მზაობა თანამშრომლობისათვის. ამ მობილობამ მომცა შესაძლებლობა შევხვედროდი კოლეგებს, გაგვეზიარებინა ჩვენი გამოცდილება და შეხედულება სხავდასხვა აქტუალურ თემებზე“.
პოლონელი პროფესორის ვიზიტი განხორციელდა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული Erasmus+ პერსონალის მობილობის ფარგლებში.