
19დეკ,2023
აკადემიურ თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
2023 წლის 13 ნოემბრის №197-23 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად (ბრძ. 2023 წლის 18 დეკემბერი №208-23), შექმნილმა დროებითმა საკონკურსო კომისიამ 2023 წლის 18 დეკემბერს (ოქმი #1-23; 18.12.2023) განიხილა კონკურსანტების მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია და დაადგინა:
- ეკა დარბაიძე - არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით;
- მაია მანჩხაშვილი - არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით;
- ივანე ოქრომჭედლიშვილი - არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე უსაფრთხოებისა და თავდაცვის კვლევებისა და საჯარო ადმინისტრირების მიმართულებით ქართულენოვანი და ინგლისურენოვანი პროგრამებისთვის;
- შორენა კორტავა - არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სოციოლოგიის მიმართულებით;
- მაია ნადარეიშვილი - არჩეულ იქნეს ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ფილოლოგიის მიმართულებით;
- სოფიო ნადირაძე - არჩეულ იქნეს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიისა და ინკლუზიური განათლების მიმართულებით, აფილირების პირობით;
- გურამ ანანეიშვილი - არჩეულ იქნეს ასისტენტის აკადემიურ თანამდებობაზე კონფლიქტოლოგიის მიმართულებით, აფილირების პირობით.
უნივერსიტეტის ადმინისტრაცია