
29ივლ,2022
აკადემიური კონკურსის შედეგები
2022 წლის 17 ივნისს №95-22 ბრძანებით აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის ჩატარების უზრუნველსაყოფად (ბრძ. 2022 წლის 26 ივლისი, №122-22), შექმნილმა დროებითმა საკონკურსო კომისიამ 2022 წლის 28 ივლისს განიხილა კონკურსანტების მიერ შემოტანილი დოკუმენტაცია და დაადგინა:
1) დავით ჯინჭველაძე - არჩეულ იქნას ქირურგიის მიმართულებით ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე;
2) ნინო ლოჩოშვილი - არჩეულ იქნას კლინიკური უნარების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე;
3) ესმა ჯამასპიშვილი - არჩეულ იქნას მედიცინის საფუძვლების მიმართულებით ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე.