09აგვ,2024
აკადემიური პერსონალის მობილობა კალიშის უნივერსიტეტში
ცხადდება საბუთების მიღება ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერასმუს+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად. კონკურსი განკუთვნილია საბაუნის სამართლისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტების აკადემიური პერსონალისათვის, რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და აქვთ სურვილი ლექციები ჩაატარონ ჩვენს პარტნიორ, კალიშის უნივერსიტეტში (პოლონეთი).
პროგრამა ითვალისწინებს მგზავრობის და ყოველდღიურ ხარჯებს (7 დღე) 360 ევრო მგზავრობა და 140 ევრო ყოველდღიური ხარჯი.
აკადემიური პერსონალის მობილობა ეს არის მოკლე ვადიანი ვიზიტი მასპინძელ უნივერსიტეტში (5 სამუშაო დღე და 2 დღე მგზავრობის), სადაც პერსონალი მიმღებ უნივერსიტეტში ატარებს წინასწარ ლექციებს, საჯარო ლექციას ან სხვა აკადემიურ ღონისძიებას (ჯამში 8 აკადემიური საათი).
მიმღები უნივერსიტეტის მოთხოვნით სასურველია მობილობა განხორციელდეს 2024 წლის 14-18 ოქტომბერს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
- CV
- მობილობის ხელშეკრულება ხელმოწერის გარეშე ვორდის ფორმატში (ჩამოტვირთეთ აქედან, შეავსეთ მხოლოდ გაყვითლებული გრაფები)
- ინგლისური ენის დამადასტურებელი დოკუმენტი (ინგლისურ ენაზე ლექციების ჩატარების, კონფერენციებში მონაწილეობის გამოცდილებაც საკმარისია)
დაინტერესებულმა პირებმა დოკუმენტაცია უნდა გადმოაგზავნოთ ელ.ფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 25 აგვისტოსი.
საბუთების მიღების შემდეგ, შესარჩევი კომისიის მიერ განაცხადების გადარჩევა/შეფასების შემდეგ, მიმღებ უნივერსიტეტთან კონსულტაციის საფუძველზე დაეგზავნებათ შერჩეულ კანდიდატებს საბოლოო პასუხები (სავარაუდოდ აგვისტოს ბოლოს).
შეფასების კრიტერიუმები:
- უცხო ენაზე ლექციის ჩატარების უნარი (20 ქულა)
- აკადემიური საქმიანობა უნივერსიტეტში (თუ რამდენად აქტიურადაა ჩართული საუნივერსიტეტო საქმიანობაში) (30 ქულა)
- რელევანტურობა გამოცხადებულ მობილობის მიმართულებასთან (20 ქულა)
- მობილობის მოსალოდნელი შედეგები (30 ქულა)
თანაბარი შეფასების შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება საბაუნის აფილირებულ პერსონალს და ასევე პირს რომელსაც არ აქვს Erasmus+ პერსონალის მობილობის პროგრამაში მონაწილეობის გამოცდილება.
კითხვების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით: ir@sabauni.edu.ge ; 577 34 77 13