
28დეკ,2023
ბადენ ვიურთემბერგის სტიპენდია სტუდენტებისთვის
ცხადდება ღია კონკურსი ბადენ ვიურთემბერგის სტიპენდიის მოსაპოვებლად, რომელიც განკუთვნილია საბაუნის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისათვის. სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტებს საშუალება ექნებათ ისწავლონ ერთი სემესტრი საბაუნის პარტნიორ უნივერსიტეტში, ფრაიბურგის კათოლიკურ უნივერსიტეტში. მობილობა განხორციელდება 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრზე.
დაფინანსება:
გრანტის მფლობელი მიიღებს 900 ევროს ყოველთვიურ სტიპენდიას
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გადმოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია საბაუნის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ელფოსტაზე: ir@sabauni.edu.ge არაუგვიანეს 2024 წლის 21 თებერვლისა.
საჭირო დოკუმენტიაცია:
- სააპლიკაციო ფორმა (ჩამოტვირთეთ აქედან)
- სამოტივაციო წერილი
- CV (რეზიუმე)
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე)
- ინგლისური ან გერმანული ენების ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი
ეტაპები:
საბაუნის შესარჩევი კომისიის მიერ შერჩეული აპლიკანტების მონაცემები გადაიგზავნება პარტნიორ გერმანულ უნივერსიტეტში, რომელიც თავის მხრივ შეეხმიანება სტუდენტებს და ჩართავს კონკურსში.
შიდა შერჩევის კრიტერიუმები:
- აკადემიური მოსწრება (30%)
- ინგლისური / გერმანული ენის ცოდნა (40%)
- მოტივაცია (30%)
მნიშვნელოვანი ვადები:
2024 წლის 21 თებერვალი - საბუთების გადმოგზავნა
2024 წლის 22-23 თებერვალი - ტესტირება უცხო ენაში
ინგლისურ ენაზე შემოთავაზებული საგნები
გერმანულ ენაზე შემოთავაზებული საგნები
კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურში
ელ. ფოსტა: ir@sabauni.edu.ge
ტელ.: +995 32 242 22 42/115