27ნოე,2024
ბაზისბანკის სტიპენდია სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტებს
25 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში 2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ბაზისბანკის სტიპენდიით, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ბიზნესისა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის 5 სტუდენტი დაჯილდოვდა.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების წახალისება და მხარდაჭერა.
ბაზისბანკთან გრძელვადიანი პარტნიორობა სტუდენტებისთვის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის და წლებია წარმოადგენს მნიშვნელოვან სტიმულს საბაუნელებისთვის.
2024-2025 წლის შემოდგომის სემესტრის სტიპენდიატები გახდნენ:
- ეკატერინე ღუდუშაური
- ანა ორაგველიძე
- ლადო ჩრდილელი
- მარიამ ნოზაძე
- მარიამ გულუხაიძე
ბაზისბანკი საბაუნის სტუდენტებზე სტიპენდიას 2014-2015 სასწავლო წლიდან გასცემს.
სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტსა და ბაზისბანკის მრავალწლიანი თანამშრომლობის შედეგად, სტიპენდიები უკვე ასობით სტუდენტზე გაიცა.