
22ივნ,2021
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა
საბაუნის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის უპირატესობებზე, პროგრამის ხელმძღვანელი, თამთა მიქაბერიძე, გვესაუბრება
ბიზნეს ადმინისტრების საბაკალავრო პროგრამა სხვადასხვა მიმართულებით კარიერული ზრდის შესაძლებლობას ქმნის. პროგრამის მიზანია ლიდერული უნარჩვევების მქონე მენეჯერების მომზადება, რომელიც კონკურენტუნარიანი და მოთხოვნადია მუდმივად ცვალებად შრომის ბაზარზე. ამას პროგრამა ახორციელებს ბიზნესის და მენეჯმენტის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების საუკეთესოდ შერწყმით, რაც უვითარებს სტუდენტებს ზოგად კომპეტენციებს, პრაქტიკულ და მომავლის უნარებს. საბოლოოდ კი იძლევა გარანტირებულად დასაქმების და მმართველობითი საქმიანობის განხორცილების შესაძლებლობას სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო სექტორებში.
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრი პროგრამების აღწერა:
- ექსკლუზიური და მრავალფეროვანი სასწავლო კურსები;
- პრაქტიკული სწავლება - ბიზნეს სიმულაციებით პროგრამულ პლატფორმებზე.
- ყველა სტუდენტისთვის გარანტირებული პრაქტიკა წარმატებულ კომპანიებში;
- ლიდერული, სამეწარმეო უნარჩვევების მქონე მენეჯერების მომზადება;
- ბიზნესის როლის გათავისება ქვეყნის ეკონომიკაში
- პრაქტიკული და მომავლის უნარების განვითარება;
- საკუთარი ბიზნესის დაწყების შესაძლებლობა;
- პრაქტიკოსი და მკვლევარი ლექტორები;
- კარიერული ზრდის შესაძლებლობა სხვადასხვა მიმართულებით
- საერთაშორისო გაცვლითი პროგრამები;
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბაკალავრო პროგრამა დაკომპლექტებულია, როგორც ადგილობრივი და უცხოელი მაღალკვალიფიციური პროფესორებით, ასევე პრაქტიკოსი სპეციალისტებით. მათ ზურგს უმაგრებს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება წამყვანი კომპანიების მაღალი რგოლის მენეჯმენტის პოზიციებზე. პროგრამები საშუალებას აძლევს სტუდენტებს უპასუხონ თანამედროვე ბიზნესგარემოს გამოწვევებს და ხელს უწყობს მათ საკუთარი კარიერის დაგეგმვასა და განვითარებაში.
- საბაკალავრო გავლისას ჩვენს სტუდენტებს უვითარებდათ ყველა ის უნარ-ჩვევა და კომპეტენცია, რაც სწრაფად ცვალებადი ბიზნეს გარემოსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნებს შეესაბამება. სტუდენტებს საშუალება აქვთ პრაქტიკა და სტაჟირება გაიარონ საჯარო სტრუქტურებსა თუ წარმატებულ კომპანიებში სტუდენტის არჩვევანისა და სურვილის გათვალისწინებით. ამით ვუზრუნველვყოფთ მათ კონკურენტუნარიანობას შრომის ბაზარზე.
- გავლითი პროგრამები ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში და ბიზნეს სკოლებში 15 ქვეყნის 40- მდე უნივერსიტეტში (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, პოლონეთი, ჩეხეთი, გერმანია...) სრული დაფინანსებით.
- ხანგრძლივი გაცვლითი პროგრამები, ასევე სხვადასხვა მოკლევადიანი კურსები, საერთაშორისო საზაფხულო და ზამთრის სკოლები, ტრენინგებითა და გაცვლითი პროგრამებით, როგორც საქართველოს, ასევე ევროპის მასშტაბით.
დამატებითი ბენეფიტები
სწავლის პროცესის პარალელურად საბაუნის სტუდენტები განებივრებული არიან:
- დამატებითი საუნივერსიტეტო აქტივობებით:
- სტუდენტური ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციები;
- ექსკლუზიური პროექტი - ბიზნეს ქეისების კონკურსი ,სოლუშენი“;
- საერთაშორისო ტრენინგები; მასტერკლასები;
- საინტერესო შეხვედრებით ცნობილ ადამიანებთან ნებისმიერი სფეროდან.
ფაკულტეტი სთავაზობს ფინანსური მხარდაჭერის პროგრამებს; ფაკულტეტზე არსებობს სტიპენდიების სისტემა.
უნივერსიტეტის მაღალგანვითარებული კომპიუტერული ლაბორატორია, და თანამედროვე ქართული და უცხოური ლიტერატურით, საერთაშორისო ბაზებთან წვდომით აღჭურვილი ბიბლიოთეკა კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის ჩვენს ფაკულტეტზე სწავლას.
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ბაზაზე შექმნილია განვითარების კვლევების ინსტიტუტი, რომლის მიზანია კვლევითი მიმართულების გაძლიერება და, ამ მხრივ, სტუდენტების მაქსიმალური ჩართვა საერთაშორისო კვლევით პროექტებში.
- ჩვენი ორიენტირია სტუდენტების პოტენციალის სრულად გამვლენა და მათი მომზადება პროფესირული წარმატებისთვის.
- ჩვენი პროგრამები მომზადებულია დარგის ექსპერტების მიერ, რათა აღვჭურვოთ დამსაქმებლების (ან თანამედროვე შრომის ბაზრის) მიერ მოთხოვნილი უნარებით.
ფაკულტეტის გუნდი დაკომპლექტებულია:
- ბიზნესისა და ტურიზმის სფეროს წამყვანი პროფესორ-მასწავლებლებით და
- წარმატებული ბიზნეს კომპანიების მენეჯერებით.
რაც მთავარია, ბინზეს ადმინისტრირების პროგრამა სთავაზობს თანამედროვე, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლის მეთოდებს.
ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ეუფლებიან ბიზნესის ძირითად პრინციპებს, სწავლობენ ბიზნესის ენას, გამოიმუშავებენ ბაზარზე ორიენტირებულ ხედვას ბიზნეს პროცესებთან დაკავშირებით.