12ივნ,2019
ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში
2019 წლის 13-18 მაისს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანი პროფ. თამთა მიქაბერიძე Erasmus+ KA107 პროექტის ფარგლებში ადმინისტრაციული მობილობით იმყოფებოდა იოანე პავლე მეორის სახელობის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტში (პოლონეთი), სადაც ერთი კვირის განმავლობაში შეხვედრები გამართა პოლონელ კოლეგებთან: სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანს, პროფ. ელენა ჟუკოვსკასთან შეხვედრისას განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, როგორც ერასმუს+ ით, ასევე ერთობლივი პროექტების ფარგლებში. გარდა ამისა, სამომავლო თანამშრომლობის სახეებზე ისაუბრეს ეკონომიკისა და მენეჯმენტის ინსტიტუტის და ევროპული კვლევების ინსტიტუტის ხელმძღვანელებთან შეხვედრისას.
პროფ. თამთა მიქაბერიძეს საქმიანი შეხვედრები ჰქონდა ასევე ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან არსებული ღია უნივერსიტეტის დირექტორთან, გადამზადებისა და პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელთან, საერთაშორისო პროექტების დეპარტამენტის უფროსთან და ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მიზანი გახლდათ უნივერსიტეტებს შორის გამოცდილების გაზიარება, თანამშრომლობის გაღრმავება, განსაკუთრებით ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებით, ერთობლივი სასწავლო და კვლევითი პროექტების ხელშეწყობა და მხარდაჭერა.
საბაუნის ლუბლინის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ინტენსიური თანამშრომლობა აკავშირებს, 2015-2016 სასწავლო წლიდან Erasmus+ KA107 პროექტი ყოველ წელიწადს და მრავალი ერთობლივი პროექტი.