28დეკ,2018
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება
27 დეკემბერს საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის 2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა.
ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამთა მიქაბერიძემ შეაჯამა გასული სემესტრის აქტივობები, ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და სტუდენტებს მეტი ჩართულობისაკენ მოუწოდა.
სტუდენტებს სიტყვით მიმართა საბაუნის რექტორმა და პრორექტორმა, ასევე სამოტივაციო მიმართვით წარსდგნენ ფაკულტეტის აფილირებული პროფესორები.
ღონისძიებაზე მოწვეულები იყვნენ საბაუნის კურსდამთავრებულები, გაიმართა ფაკულტეტის ორი პროექტის მარათონისა "Business Solution" და ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენციის დაჯილდოების ცერემონია.