09მარ,2018
ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის სტუდენტური კონფერენცია
9 მარტს, საბაუნის ბიზნესისა და ტურიზმის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: "ბიზნესის გამოწვევები და მდგრადი ტურისტული განვითარების აქტუალური საკითხები საქართველოში."
სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი საკონფერენციო ნაშრომები აუდიტორიის წინაშე, გაიმართა დისკუსია-მსჯელობა წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
კონფერენციაში მონაწილე სტუდენტებს საჩუქრად გადაეცათ საკუთარი ნაშრომების კრებული.