21დეკ,2023
ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: „სპორტული წარმატება და ფსიქოლოგია“
სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, საბაუნიში ჩატარდა საჯარო ლექცია, თემაზე: „სპორტული წარმატება და ფსიქოლოგია“.
ლექცია წაიკითხა საბა ეფრემიძემ, სპორტის ფსიქოლოგმა, გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგიის მაგისტრმა.
შეხვედრაზე განიხილეს თუ როგორ ვითარდება და ყალიბდება მენტალური უნარები, როგორიცაა, შინაგანი კომუნიკაცია, ემოციების რეგულაცია, წარმოსახვა, ენერგიის მენეჯმენტი, მიზნის დასახვა და სხვა.