
04სექ,2025
ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიები ქართველი სტუდენტებისათვის
დაიწყო რეგისტრაცია ჩეხეთის სამთავრობო სტიპენდიების მოსაპოვებლად, რომელიც მიმართულია ქართველი სტუდენტებისთვის რომელთაც სურთ სამაგისტრო ან სადოქტორო საფეხურზე ჩეხურ უნივერსიტეტებში სწავლის გაგრძელება 2026-2027 სასწავლო წელს.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 2025 წლის 30 სექტემბრამდე ონლაინ შემდეგ ბმულზე. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტმა უნდა გაიაროს ზოგადი ცოდნის და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტები (ონლაინ).
სტუდენტებს საშუალება აქვთ ისწავლონ როგორც ჩეხურ ენაზე, ასევე ინგლისურენოვან პროგრამებზე. ჩეხურ ენაზე შემოთავაზებული კურსზე რეგისტრაციის შემთხვევაში, პროგრამა ითვალისწინებს ერთწლიან ჩეხური ენის მოსამზადებელ კურსს, სრული დაფინანსებით.
გრანტი: 16000 ჩეხური კრონა თვეში სამაგისტრო საფეხურზე, 17000 ჩეხური კრონა სადოქტორო საფეხურზე სწავლებისთვის.
ვრცლად ინფორმაციას გაეცანით შემდეგ ბმულებზე.
https://msmt.gov.cz/eu-and-international-affairs/government-scholarships-developing-countries?lang=2