02დეკ,2025
ცისია ოქროპირიძემ წარმატებით დაიცვა სადოქტორო ნაშრომი
27 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში გაიმართა სამართლის სადოქტორო პროგრამის სტუდენტის, ცისია ოქროპირიძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა თემაზე - თემა: „ქორწინება, როგორც ძირითადი უფლება და მისი მიმართება თანასწორობის საკონსტიტუციო გარანტიებთან“.
ნაშრომის სამეცნიერო ხელმძღვანელი: პროფესორი დიმიტრი გეგენავა.
სადისერტაციო კომისიის შემადგენლობა:
- პროფესორი გიორგი გორაძე (კომისიის თავმჯდომარე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი)
- დოქტორი ბესიკ ლოლაძე (რეცენზენტი, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი ქეთევან ერემაძე (რეცენზენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი კონსტანტინე კორკელია (ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი მარიამ ჯიქია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი)
- დოქტორი თამარ ავალიანი (კავკასიის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი)
კომისიის შეფასებით, ცისია ოქროპირიძემ წარმატებით დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
ვულოცავთ მას ამ მნიშვნელოვან აკადემიურ მიღწევას და ვუსურვებთ წარმატებებს პროფესიულ და სამეცნიერო საქმიანობაში!